суббота, 30 марта 2013 г.

პროეტის სახელი:   ევკლიდური და არაევკლიდური გეომეტრია
პროექტის აქტუალურობა: აქსიომატიკის  v ჯგუფის აქსიომის გაცნობის შემდეგ(წრფის გარეთ აღებულ წერტილზეშეიძლება ამ წრფის პარალელური წრფის გავლება და მასთან მხოლოდ ერთის)მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი გაეღრმავებინათ მიღებული ცოდნა არაევკლიდური გეომეტრიისირგვლივ;გაეცნოთ სფერული და ჰიპერბოლური გეომეტრიის საფუძვლები.
პროექტის მიზანი:  მოსწავლეებმა გამოიმუშაონ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და დამუშავების უნარი,როგორც ქართული,ასევე უცხოური ლიტერატურიდან.საფუძვლიანად გაეცნონ როგორც ევკლიდური,ასევე არაევკლიდური გეომეტრიის საკითხებს;გაიფართოვონ ცოდნა სამყაროს გეომეტრიულ სტრუქტურის შესახებ.
მოსწავლეთა ასაკი:  16-17 წელი              
ვადები/ხანგრძლივობა:  2013 წლის თებერვალი-მაისი/1სთ
მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები გამოიმუშავებენ  ინტერნეტიდან საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარს,არაქართულენოვანი საიტებიდან თარგმნისას შეძლებენ დაიმახსოვრონ მათემატიკური ტერმინები სხვადასხვა ენებზე;შეძლებენ მათ თარგმნას.შეეჩვევიან წიგნებზე მუშაობას;შექმნიან ბლოგებს-გამოიმუშავებენ ბლოგებზე მუშაობის უნარს;ქართულ ენაზე შექმნიან მასალას არაევკლიდურ  გეომეტრიაში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,პროექტორი,კალამო ფურცლები საჭირო წიგნები,ფორმატები.
პროექტის მსვლელობა /აქტივობები:
·          მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარემათთვის საინტერესო  საკითხები ჩამოყალიბდა  სამ ჯგუფად:I ჯგუფი-ევკლიდური გეომეტრია;აქსიომატიკა.   II-ჯგუფი-სფერული გეომეტრია.III-ჯგუფი-ჰიპერბოლური გეომეტრია.
·         მოსწავლეები დავყავი თანაბარი სიძლიერის სამ ჯგუფად.კენჭისყრის შედეგად მათ მიიღეს საკითხები,რაზეც უნდა ემუშავათ.
·         მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სასურველი საიტებიდან და ბიბლიოთეკებიდან(ჯგუფის თითოეულ წევრს ექნება მისთვის განკუთვნილი დავალება)
·         მოსწავლეები,ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების შემდეგ,გამოუშვებენ კედლის გაზეთებს.შექმნიან ბლოგებს.
·         მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციას.
საგნებთან კავშირი:  ისტი
პროქტის ხელმძღვანელი: ლელა ბედოშვილი
ელ.ფოსტაLELAB31@GMAIL.COM